Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვიცით რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ”- „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები სამოქმედო გეგმას ასაჯაროებენ

August 19, 2024
“ვიცით რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ”- „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები სამოქმედო გეგმას ასაჯაროებენ

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა, გაფიცულია. სამი მათგანი მეშვიდე დღეა შიმშილობს. თუ 20:00 საათამდე, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი პროცესებში არ ჩაერთვებიან, გაფიცულები დიდუბეში ერისთავის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ.

გაფიცულების მხრიდან აღნიშნული პირობის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირი „ლაბორი“ ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჩაერთოს კრიტიკულ ზღვრამდე არსებული პრობლემის მოგვარებაში, არ დაუშვას მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან უკვე ყოველი წუთი გადამწყვეტია მოშიმშილეებისთვის.

მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესებში დღეს 20:00 საათამდე, რადგან გვექმნება იძულება მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად გადავკეტოთ დიდუბის ცენტრალური გზა.

ვიცით რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, — ამბობენ პროფკავშირში.

მოშიმშილეების მდგომარეობას იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები აკონტროლებენ. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემათ და 5-დან 8 კილომდე წონის კლება აღენიშნებათ, რაც თავად მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ.

„არცერთი ჩვენგანი, თუნდაც ცუდად გახდომის შემთხვევაში, საღ გონებაზე აქედან სასწრაფოს არ გაჰყვება, თუ არ გაგვიტანენ. ნუ გვაიძულებთ ამ მდგომარეობამდე მისვლას“, — ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, თამარ ანსიანი.
შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა, გაფიცულია. სამი მათგანი მეშვიდე დღეა შიმშილობს. დღეს, 19 აგვისტოს გამთენიიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ იმ ოფისთან, სადაც მენეჯერები არიან განთავსებული, “სოლიდარობის ჯაჭვია” ორგანიზებული, რაც გაფიცულებმა გუშინ დააანონსეს. ამ აქციის ფარგლებში კომპანიის H შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა 13 აგვისტოს დღის 12 საათიდან დაიწყეს.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge