Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა?

August 18, 2024
როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ჯერ კიდევ მარტში ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მიზანს გზის ტურისტულ სეზონამდე გახსნა წარმოადგენდა, თუმცა არსებული მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ პასუხში არაა დაკონკრეტებული უშუალოდ როდის გაიხსნება ეს გზა და მხოლოდ მითითებულია, რომ ის წლის ბოლომდე გაიხსნება.

ბათუმის შემოვლითი გზის სიგრძეა 14 კილომეტრი და ის 20 ხიდისა და 5 გვირაბისგან შედგება. ამ დროისთვის ხუთივე გვირაბი გაჭრილია, ხოლო 20-დან 19 ხიდი უკვე აშენებულია.

გზის სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.

ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით ფინანსდება.

ბათუმის შემოვლითი გზა ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალით უნდა გაგრძელდეს, რომლის პროექტირებაც ჯერ ინფრატსრუქტურის სამინისტროს დამთავრებული არ აქვს.

“E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე, დღეისათვის შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, შეადგენს 11 კმ-ს,”- ნათქვამია გზების დეპარტამენტის პასუხში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge