პოლიციის განცხადებით, ჰოლივუდის მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხუთ ადამიანს წარედგინა ბრალი. მათ შორის არიან ორი ექიმი და მსახიობის პირადი ასისტენტი.
გამოძიებამ, რომელიც მაისში დაიწყო, აღმოაჩინა ნარკოტიკების მომწოდებლების “ფართო მიწისქვეშა კრიმინალური ქსელი”, რომლებიც ავრცელებდნენ დიდი რაოდენობით კეტამინს.
54 წლის პერი შარშან, ოქტომბერში ლოს-ანჯელესის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ მის სისხლში კეტამინის მაღალი კონცენტრაცია დაადგინა და დაასკვნა, რომ იგი ნივთიერების “მწვავე ეფექტმა” მოკლა.
“ბრალდებულებმა ისარგებლეს მისტერ პერის დამოკიდებულებით და მოისურვეს გამდიდრება. მათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ამ დოზით კეტამინის მიწოდება დიდ საფრთხეს უქმნიდა მისტერ პერის, მაგრამ მაინც გააკეთეს”, – განაცხადა ადვოკატმა მარტინ ესტრადამ.
- სამმა ბრალდებულმა – მათ შორის პერის პირადმა თანაშემწემ უკვე აღიარა დანაშაული. ხოლო ორი სხვა – ექიმი და ქალი, რომელიც ცნობილია როგორც “კეტამინის დედოფალი”, ხუთშაბათს დააკავეს.