რუსთავში, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, – ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.