Wednesday, July 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელმა გუნდმა მიმართა წინადადებით “ვალენსიას” მამარდაშვილის ტრანსფერზე?

August 14, 2024
რომელმა გუნდმა მიმართა წინადადებით “ვალენსიას” მამარდაშვილის ტრანსფერზე?

„ლივერპული“ „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას აპირებს და კლუბს წინადადებით მიმართა, – ინფორმაციას ისევ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„მამარდაშვილის და „ლივერპულის“ მოლაპარაკება გრძელდება. სიახლე მალე იქნება. ინგლისელები სერიოზულად განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ქართველი კიპერი „ვალენსიადან“ 30 მილიონ ევროზე მეტ თანხად შეიძინონ და შემდეგ იჯარით გაუშვან“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

ცნობების მიხედვით, „წითლები“ „ვალენსიასთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც მამარდაშვილი ინგლისელებთან ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ შემდეგ იჯარით სხვაგან გაუშვებს – ამის შესახებ Thisisanfield წერს.

„Merseyside-ის ჟურნალისტებმა დაადასტურეს კლუბის ინტერესი, თუმცა არის განსხვავებები, როდესაც საქმე გარიგებას ეხება. მამარდაშვილი ბოლო ორნახევარი სეზონის განმავლობაში „ვალენსიას“ პირველი მეკარეა. ის ესპანელებს ქართული კლუბიდან, „დინამო თბილისიდან“ 2021 წელს შეუერთდა. წლის დასაწყისში, მან მოხსნა „ვალენსიას“ ყველა დროის რეკორდი და ლა ლიგის ზედიზედ 69 მატჩი ჩაატარა.

რამდენად რეალურია ინგლისელთა ინტერესი? ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება უფრო ახლოსაა, ვიდრე ინგლისური წყაროები ამტკიცებენ. „ლივერპულთან“ დაახლოებული პირები ამტკიცებენ, რომ კლუბი უბრალოდ აკონტროლებს მამარდაშვილს პოტენციურ ტრანსფერამდე, მაგრამ „ვალენსიას“ წყაროები მიუთითებენ, რომ მამარდაშვილი უკვე დათანხმდა გარიგებას, თუკი ორ კლუბი საბოლოოდ შეთანხმდება.

ევროს ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების შესახებ ITV-ის გაშუქებისას, „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა, ანგე პოსტეკოღლუმ ქართველი მეკარე შეაქო.

„მამარდაშვილი გამორჩეული მეკარეა, მას „ვალენსიაში“ კარგი სეზონი ჰქონდა და როდესაც ასეთი კიპერი გყავს, ეს გუნდს აძლიერებს“, – თქვა პოსტეკოღლუმ.

Anfield Watch-თან საუბრისას „დინამო თბილისის“ ყოფილმა და „გენტის“ ამჟამინდელმა სკაუტმა, მიხა გაბეჩავამ მამარდაშვილის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა:

„მამარდაშვილის კარში ყოფნა დაცვას გაცილებით მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს. შესაბამისად, მათ საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად ითამაშონ“, – ეს ნაწყვეტია thisisanfield-ის წერილიდან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაკის პარკში, დაცლილ შადრევანში ბავშვი ველოსიპედით გადავარდა” – ტატა ხვედელიანი
  • „100-ზე მეტი დაშავებული, 400 ევაკუირებული ადამიანი…“ – საფრანგეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
  • საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – რას აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge