სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, სოფელი ლისის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა, ტაბიძის, დათუაშვილის, ქანთარიას, ბანძელაძის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კაპანელის, ვარაზის, ჩარკვიანის, თევდორე მხატვრის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ჭილაიას, ლევან ასათიანის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, მახათას აღმართის, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, რეხის და მამულაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ჯავახეთის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IV, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების,
გლდანის IIIა, VII მიკრორაიონების, გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მწვანეს, წმინდა ნინოს და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
თბილისის ზოგიერთ უბანში მთელი დღით შეიზღუდება წყალმომარაგებაც.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„14 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,პეკინის გამზ. N19-თან ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 14 აგვისტოს 13:00 საათიდან 14 აგვისტოს 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ჭაბუკიანის, იპოლიტე ხვიჩიას, არჩილ სულაკაურის, თამარ დეკანოსიძის, თამარ დეკანოსიძის I შესახვევი, პეკინის N15-N25 (კენტები), ბროლოსანის და იოსებიძის N6, N7, N8.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.