თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ახალმოწამეთა, ხუდადოვის, იოსელიანის, გარეჯის, წერონისის, ივანიშვილი-დემურიას და კევხის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VIII მიკრორაიონის, მაისურაძის, ინგუშეთის, არსუკიძის, ბაბილოძის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეთისხევის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), მახათის აღმართის და მამულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.