ქართული ოცნების წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ პარტიის ლოგოს ეხმაურება.
“ორი დღის განმავლობაში, ისრიანმა, ოცნებიდან, ოთხი ისეთი ტიპი შეიტყაპუნა, რომ გულზე მომეშვა თავს ვიტეხდი, სად უნდა მომეძებნა მათთვის სამსახური, თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ნორმალურს მანდ რა უნდა? დაუკვირდით, ეგ ისარი, სარად არ გექცეთ”, – წერს სამხარაძე.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხვალ 29 მაისს პარტიის პირველ ყრილობას გამართავს. გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერქმევა.