Monday, July 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალბათ, კახისაც იქ ნახავ, იმ არსებულ, თუ არარსებულ თეატრში – მერაბ ნინიძის ემოციური გამომშვიდობება მარი ჯანაშიასთან

May 28, 2021
ალბათ, კახისაც იქ ნახავ, იმ არსებულ, თუ არარსებულ თეატრში – მერაბ ნინიძის ემოციური გამომშვიდობება მარი ჯანაშიასთან

არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა, – ასე ეხმაურება მსახიობი მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას გარდაცვალებას. პოსტს პრაიმტაიმი ავრცელებს.

მის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია…

ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე თუ კამერების წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და უპირველეს ყოვლისა, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის, შენი სილამაზისთვის.

მადლობა „პატარა უფლისწულისთვის“ რადიოსპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი… შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. არ მჯეროდა, რომ ის ხმა საბოლოოდ გავიცანი.

„რომეო და ჯულიეტა“ შენი ხათრით წავიკითხე იმიტომ, რომ ჯულიეტას როლში სცენაზე გნახე.

კახი კავსაძემ, რომ დასვა შეკითხვა: „ნეტავ, იმ ქვეყნად თუ არის თეატრიო“ … ალბათ, არის… ალბათ, კახისაც იქ ნახავ და საბოლოოდ, ერთმანეთს ყველა იქ ვნახავთ. იმ არსებულ თუ არარსებულ თეატრში,“ – წერს მერაბ ნინიძე.

ცნობისთვის, მარი ჯანაშია გუშინ, 27 მაისს გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “აბსოლუტურად უცებ, თავს დაესხა კლინიკის ექთანს” – რას აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “მეტრონომთან”
  • რომელი რეგიონია საშიში ქვეწარმავლების კუთხით – სპეციალისტის პასუხი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge