ტრაფედია ნეპალში – დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ტყეში აფრენიდან მალევე, ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა, შედეგად ჩბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ ქვეყნის პოლიცია ავრცელებს.
შვეულმფრენი დედაქალაქიდან 57 კმ-ში მდებარე ჰიმალაის ტყეში, კერძოდ – ნუვაკოტის რაიონში, შივაპურის ეროვნულ პარკში ჩამოვარდა.
პოლიციის ინფორმაციით, ოთხი მგზავრი ჩინეთის მოქალაქეა, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, ხოლო პილოტი ნეპალელი მამაკაცი იყო.