რა გახდა გორში გამკაცრებული საპოლიციო მოქმედებების მიზეზი პოლიციისგან – მოქალაქეებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ელოდებიან.
არაოფიციალური კომენდანტის საათის საქმეზე გამოძიება ორ პირს დაკითხავს, რომლებსაც სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ.
გასული 1 თვის განმაბლობაში პოლიციამ გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, არაოფიციალური კომენდანტის საათი გამოაცხადა. სამართალდამცველები ხალხს 9 საათის შემდეგ, ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავდნენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აჩერებენ, ჩხრეკენ და სახლში შესვლას აიძულებენ. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ პოლიციის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო.
“შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, გორის პოლიციამ რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მოსახლეობის შევიწროება შეწყვიტა.