Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოქროს ფასმა, ივლისში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – რატომ ძვირდება ოქრო?

August 7, 2024
ოქროს ფასმა, ივლისში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – რატომ ძვირდება ოქრო?

2024 წლის ივლისში ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. როგორც “გალთ&თაგარტი“ თავის მიმოხილვაში განმარტავს, გეოპოლიტიკური დაძაბულობის (ტრამპზე თავდასხმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია), ეკონომიკური ინდიკატორების (აშშ-ს ინფლაცია, განაკვეთების შემცირების მოლოდინი) და ურისკო აქტივში გადანაცვლების გლობალური ტრენდის ფონზე, ოქროს ფასმა ივლისში კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტრამპზე თავდასხმამ ე.წ. „ტრამპ ტრეიდები“ გაააქტიურა, რაც ისეთ ტრეიდებს ეწოდება, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებით იხეირებს.

„სანამ ჯო ბაიდენი ბრძოლას გამოეთიშებოდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ტრამპზე თავდასხმა და თანმდევი სიმბოლური ფოტო ყოფილ პრეზიდენტს თითქმის გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანდა. შესაბამისად, ინვესტორებმა ისეთი აქტივების ყიდვა დაიწყეს, რომელთათვისაც ტრამპის გაპრეზიდენტება დადებითი მოვლენა იქნებოდა. Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ამ შემთხვევაში ოქრო პორტფელის დივერსიფიკაციის საუკეთესო საშუალებაა. მოგვიანებით, როცა საპრეზიდენტო რბოლაში ბაიდენის ნაცვლად კამალა ჰარისი ჩაერთო, „ტრამპ ტრეიდები“ შემცირდა, თუმცა ოქროზე მოთხოვნა კვლავ მაღალი დარჩა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის რისკებმა ჰეჯირების აქტივებზე, განსაკუთრებით კი ოქროზე მოთხოვნა გაზარდა,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.

„გალთ&თაგარტი“ აღნიშნავს, რომ გლობალური რისკების გარდა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც დადებით როლს თამაშობდა ოქროსთვის. კერძოდ, აშშ-ში შემცირებული ინფლაციის გამო სექტემბრიდან განაკვეთების კლების მოლოდინი გაჩნდა, რაც მალევე ფედერალური რეზერვის პრეზიდენტის განცხადებითაც დადასტურდა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში განაკვეთების შემცირება სავსებით რეალურია თუ ეკონომიკა მიმდინარე კურსს გაყვება.

„მოგვიანებით, აშშ-ს დასაქმების მაჩვენებლები მოსალოდნელზე ცუდი დაფიქსირდა, რამაც რეცესიის მოლოდინები გააჩინა, რაც გლობალურად აქციების გაყიდვაში ითარგმნა. შედეგად, ამ ეტაპზე ბაზარი მიმდინარე წელს განაკვეთების კლებას 2-3-ჯერ ელის, მათ შორის კი 2, სავარაუდოდ, 50 საბაზისო პუნქტიანი შემცირება იქნება.

მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) კვარტალური მიმოხილვის მიხედვით, ოქროს OTC ტრანზაქციები წლიურად 53%- ით გაიზარდა 2024 წლის მე-2 კვარტალში. ეს ზრდა საცალო ინვესტორების მიერ ფიზიკურ ოქროზე გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს, რისი მთავარი მიზანიც რისკების ანონიმურად დივერსიფიკაციაა. დამატებით, ფიზიკურ ოქროსთან ერთად ბოლო კვირებში მზარდი და პოზიტიურია ოქროს ETF-ებში ინვესტიციებიც,“- წერია მიმოხილვაში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge