შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 22:59-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 07:22-ზე
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
ვერძი
შესანიშნავი დღეა დაწყებული საქმეეების დასასრულებლად; სახლის დასალაგებლად, ძველი და გამოუსადეგარი ნივთების მოსაცილებლად. დაოჯახებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.
კურო
არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ: გეგმები ჩაიშლება, დაგეგმილი შეხვედრები გაუქმდება. კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად წახვალთ ქალაქგარეთ, მოაწყობთ პიკნიკს.
ტყუპი
ენდეთ თქვენს ინტუიციას იქ, სადაც ლოგიკა უძლურია, დღეს თქვენი შინაგანი ხმა არ მოგატყუებთ. დღის მეორე ნახევარი ფიზიკურ აქტიურობას უნდა დაუთმოთ – ეწვიეთ სპორტდარბაზს, აუზს და აუცილებლად გაისეირნეთ ძილის წინ.
კირჩხიბი
დაგროვილმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის გაუარესება და დეპრესია. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაუთმეთ ეს დღე დასვენებას, სულიერ პრაქტიკას და მედიტაციას. დღეს უმჯობესია გამორთოთ ტელეფონი და არ უპასუხოთ შეტყობინებებს სოციალურ ქსელებსა და მესინჯერებში.
ლომი
დღეს აქცენტი უნდა იყოს ოჯახზე, საყვარელ ადამიანებზე. დაივიწყეთ ბიზნესი ერთი დღით, გაატარეთ დრო ძვირფას ადამიანებთან. თუ შვილები გყავთ, წადით გასართობ პარკში, საღამოს მოაწყვეთ წყვეულება.
ქალწული
თქვენი გეგმების განსახორციელებლად მოგიწევთ საჭირო კავშირების დამყარება, თანამოაზრეების შეძენა. გამოიყენეთ ეს დღე კონსტრუქციული კომუნიკაციისთვის, შეთანხმებების მისაღწევად, დახმარების მისაღებად, სასარგებლო კონტაქტებისთვის.
სასწორი
თქვენმა წარსულმა შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი ახლობლებთან. თქვენ გაქვთ საკმარისი წინდახედულობა და ტაქტი, რომ მოაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ მომავალში უფრო ფრთხილად იყავით.
მორიელი
შაბათი გპირდებათ იყოს მშვიდობიანი. არ არის მოსალოდნელი უსიამოვნო სიურპრიზები. დაუთმეთ ეს დღე საოჯახო საქმეების მოგვარებას, თქვენს სახლში კომფორტის შექმნას; გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
მშვილდოსანი
ძალიან დატვირთული დღე გელით. ბევრი ღონისძიება იქნება და საღამოს თავს წარმოუდგენლად დაღლილად იგრძნობთ. საყვარელი წიგნი, საინტერესო ფილმის ყურება და გასეირნება ძილის წინ დაგეხმარებათ დაისვენოთ.
თხის რქა
დღეს გაუთვალსიწინებელი ხარჯი გელოდებათ, მაგრამ საკუთარ სიამოვნებაზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. დღეს არ გირჩევთ მუშაობას; დაუთმეთ მეტი დრო დასვენებას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.
მერწყული
დღე შესაფერისია მოწესრიგებისთვის, როგორც სამუშაო საკითხებში და სახლში, ასევე ფიქრებსა და გრძნობებში. თქვენი დღევანდელი ამოცანაა შეეცადოთ მიაღწიოთ მაქსიმალურ ჰარმონიას ყველაფერში, რაც თქვენ გარშემოა და საკუთარ თავთანაც.
თევზები
ეს შესანიშნავი დღეა იმ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ვინც გულს გიფორიაქებთ. ნუ მოერიდებით გულწრფელი საუბარს, თავისუფლად ისაუბრეთ იმაზე, რაც არ მოგწონთ, დაიცავით საკუთარი ინტერესები და შეეცადეთ საბოლოოდ გაერკვეთ ყველაფერში. ამასთან, გირჩევთ, თუნდაც ემოციებს აყოლილი, არ გადახვიდეთ შეურაცხყოფაზე.