Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ არის ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების ნაკლებობა საქართველოში?

August 4, 2024
რატომ არის ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების ნაკლებობა საქართველოში?

საქართველოში ახალგაზრდებისთვის (15-24 წელი) ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის ახალგაზრდების დასაქმების შესახებ კვლევაში.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, 2023 წელს დასაქმებული ახალგაზრდების მხოლოდ 9% მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, რაც „გაცილებით დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (33%)“.

„ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ასეთი სიმცირე ბევრ ახალგაზრდას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს განათლებასა და სტაბილურ დასაქმებას შორის“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთანავე, PMCG-ი კვლევაში აღნიშნავს, რომ გასულ წელს ახალგაზრდების მხოლოდ 7% ახერხებდა ერთდროულად სწავლას და მუშაობას.

„მათგან, ვინც სწავლობდა, მხოლოდ 10%-ს ჰქონდა სამსახური, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდებს უჭირთ განათლების მიღების პარალელურად მუშაობა“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ხელფასებს, კვლევის მიხედვით, 2020-2023 წლებში ახალგაზრდები, ყველა დასაქმებულის საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასთან შედარებით, 35%-ით ნაკლებს იღებდნენ. უფრო კონკრეტულად, ამავე დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდების საშუალო ნომინალური ხელფასი 2023 წელს 1 558 ლარი იყო, ხოლო 15+ მოსახლეობის – 1 858 ლარი.

„ახალგაზრდები საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, ვიდრე 15+ ასაკის მოსახლეობა, რასაც შესაძლოა იწვევდეს ის, რომ ახალგაზრდები, ძირითადად, საწყის პოზიციებზე საქმდებიან, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებანაზაურებადია.

ახალგაზრდების საშუალო ხელფასი მათი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და მჭიდროდაა დაკავშირებული უმაღლესი განათლების საფეხურებისა და გამოცდილების ზრდასთან“, – განმარტავენ კვლევის ავტორები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge