Thursday, June 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქვეყნები, სადაც ავარიების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა – რომელ ადგილზეა ამ ჩამონათვალში საქართველო?

August 4, 2024
ინფორმაცია მძღოლებისთვის – სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა?

ევროკავშირის რომელი ქვეყნებია ავტომობილის მართვისთვის ყველაზე საშიში – ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს (ETSC) უახლესი მონაცემების გაანალიზების შემდეგ, Vignette Switzerland-მა გამოავლინა ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა გზებზე მილიონ მოსახლეზე. ამის შესახებ euronews-ი წერს.

ათეულში მოხვდა ისეთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები, როგორებიცაა ხორვატია, პორტუგალია და იტალია.

კვლევის თანახმად, ევროპაში ავტომობილის მართვისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ბულგარეთია. 2023 წელს ბულგარეთში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 79%-ით მეტი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს ბულგარეთში 526 ადამიანი დაიღუპა – თითქმის 82 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. ბულგარეთს მოსდევს რუმინეთი, სადაც 2023 წელს გზებზე 1545 ადამიანი დაიღუპა – 81 ადამიანი მილიონ მოსახლეზე.

მესამე და მეოთხე ადგილებზე სერბეთი და ლატვია არიან. იქ საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 66%-ით მეტია.

ხორვატია მეხუთე ადგილზეა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რომელიც ევროკავშირის საშუალოზე 56%-ით მეტია, შემდეგ მოდის პორტუგალია 32%-ით და საბერძნეთი 31%-ით. იტალია მეცხრე ადგილზეა 2023 წელს 3 094 გარდაცვალების ფაქტით  – ანუ დაახლოებით 54 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. ეს 15%-ით მეტია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.

ლიეტუვამ 23%-ით მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო 13%-ით მეათეზეა პოლონეთი.

მთლიანობაში ევროკავშირის მასშტაბით (449 მილიონი მოსახლე), 2023 წელს დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილის 20 418 ფაქტი, რაც  მილიონ მოსახლეზე  45.5 ადამიანს უტოლდება.

რაც შეეხება ევროკავშირის ფონზე საქართველოს მონაცემებს. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად  442 ადამიანი დაიღუპა. 2024 წელს კი უკვე გარდაცვალების 179 ფაქტი დაფიქსირდა (I კვარტალი -93, II კვარტალი 86). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. საქართველოს მონაცემი 2023 წელს იყო დაახლოებით 120 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (მილიონ მოსახლეზე 45 ადამიანის გარდაცვალება) 2.5-ჯერ მეტია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ძალიან ცუდად გამოიყურებით, ძალიან!“ – ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი – ირაკლი ზარქუას განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge