Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იყო თუ არა შესაძლებელი შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება? – რას ამბობენ გეოლოგები

August 3, 2024
იყო თუ არა შესაძლებელი შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება? – რას ამბობენ გეოლოგები

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა – დღეს მკვლევრებმა იმ კვლევის პრეზენტაციას გამართეს, რომელსაც შოვის ტრაგედიის შემდეგ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით სწავლობდნენ.

კვლევაში როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ, რომელთაც დაადგინეს, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დამონტაჟებული იქნებოდა განგაშის სისტემები და შესაბამისი უწყებები შოვში მყოფ პირებს წინასწარ გააფრთხილებდნენ.

გეოლოგი თეა გოდოლაძე “პირველებთან” აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2016 წლიდან დღემდე როგორც სეისმური, ასევე სატელიტური ჩანაწერები შეისწავლეს, სადაც მკაფიოდ ჩანდა, თუ როგორ ვითარდებოდა ადგილზე მეწყერსაშიში პროცესები.

ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში იყო დეტალური კვლევა არა მარტო ჩვენი, არამედ უცხოელი კოლეგების, დაახლოებით 25 მეცნიერი მონაწილეობდა ამ კვლევაში და რეალურად, დეტალურად შევისწავლეთ, როგორც სეისმური, ასევე სატელიტური მონაცემები. არ უნდა აგვერიოს ჩვენ, რა არის წინასწარი შეტყობინების სისტემები, რა არის მონიტორინგის სისტემა და რა არის განგაშის სისტემა. თითოეული განყენებულად არ გვშველის. არც ერთი არ იყო და არც ერთი ამ სამიდან არ არსებობს საქართველოში”, – ამბობს თეა გოდოლაძე.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა – 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე  ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს.

გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა – მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები – ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
  • მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს – სადღესასწაულო დღეების ამინდის პროგნოზი
  • პენსიონერებისთვის სასიხარულო სიახლე ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge