ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, ივნისი ზედიზედ მე-13 ცხელი თვეა დედამიწაზე, რომლის წლიური ლიმიტიც 1,5 გრადუსით მეტია.
„კოპერნიკის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისი გახდა ყველაზე ცხელი ივნისის თვე დედამიწის არსებობის მანძილზე.
„ეს არის სასტიკი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ზღვარს ვუახლოვდებით,“ – განაცხადა ინტერვიუში „კოპერნიკის“ უფროსმა კლიმატოლოგმა, ნიკოლა ჟულიენმა. „გლობალური ტემპერატურა მატულობს და ეს ძალიან სწრაფი ტემპებით გრძელდება“.
1,5 გრადუსი საკმაოდ მნიშვნელოვანი ზღვარია, რადგან ის დათბობის ნიშანია და მის შესახებ პარიზის კლიმატურ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს ისაუბრეს.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკა და ის ხაზს უსვამს ჩვენს კლიმატში მიმდინარე ცვლილებებს“, – აცხადებს „კოპერნიკის“ პროგრამის დირექტორი, კარლო ბუონტემლო.
მეცნიერების მტკიცებით, რეკორდული სიცხის თითქმის ორ-წლიანი ხაზი შესაძლოა, მალე დასრულდეს, მაგრამ კლიმატური ქაოსი, რომელიც მას თან სდევს, იგივე დონეზე დარჩება.
რამდენად ცხელი იყო 2024 წლის ივნისი?
„კოპერნიკის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 16,66 გრადუსი იყო, რაც ამ თვის ბოლო 30-წლიან მაჩვენებელზე 0,67 გრადუსით მეტია. მან ასევე გასული წლის ყველაზე ცხელი ივნისის რეკორდი „გააუმჯობესა“.
„მდიდრებისთვისეს საკმაოდ ძვირადღირებული დისკომფორტია, ხოლო ღარიბებისთვის – განსაცდელი“ – განაცხადა კლიმატოლოგმა ტეხასის უნივერსიტეტიდან.
რა გავლენას მოახდენს მაღალი ტემპერატურა გლობალურ ამინდზე?
ჩვენ უკვე ვნახეთ კლიმატური ცვლილების დამანგრეველი შედეგები – წყალდიდობები, ქარიშხლები, გაუდაბნოება და სითბური ტალღები.
„კოპერნიკის“ მონაცემებით, ივნისის სიცხემ განსაკუთრებით თურქეთი, აღმოსავლეთ კანადა, სამხრეთ ამერიკა, მექსიკა, ბრზილია, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და სამხრეთ ანტარქტიდა დააზარალა. გასულ თვეში პაკისტანში სითბური დარტყმის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. ტემპერატურამ იქ 47 გრადუსს მიაღწია.
მოხსნის თუ არა 2024 წელი 2023 წლის რეკორდს?
კლიმატოლოგმა ზიკ ჰაუსფატერმა განაცხადა, რომ ალბათობა იმისა, რომ წლევანდელი ზაფხული შარშანდელზე ცხელი იყოს, 95%-ია.
„ჩვენი სამყარო კრიზისშია. მაშინაც კი თუ ამ კრიზისს ვერ გრძნობთ, ყოველი ტემპერატურული რეკორდი ნიშნავს, რომ ის კარგს არაფერს მოგიტანთ თქვენ ან თქვენს ახლობლებს“ – განაცხადა ვისკონტის უნივერსიტეტის კლიმატოლოგმა ანდრეა დატონმა.
მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატების პროცესი შესაძლოა, დასრულდეს, მაგრამ კლიმატის ცვლილების სირთულეები, რაც ამ პერიოდის ცვლილებას სდევდა თან, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი