ძიუდოისტი ლაშა ბექაურმა (90კგ) პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხეფინალში გასამართ ბრძოლამდე “რუსთავი2″–ს ინტერვიუ მისცა, სადაც მის განცვლილ რთულ გზაზეისაუბრა.
სპორტსმენი აღნიშვნას, რომ წინა ოლიმპიადაზე მძიმე ტრავმით მოუწია ასპარეზობა, თუმცა ფიქრობს, თუ მიზანი დიდია, მაშინ დაბრკოლება მოცემულობად უნდა მიიღო და სწორედ ამ მოცემულობით უნდა იბრძოლო.
“ძალიან რთული ტრავმით მომიწია ასპარეზობა წინა ოლიმპიადაზე. გადასალახი მქონდა ეს ყველაფერი ჩემს თავში. რა მოცემულობაც მქონდა ის მივიღე და სადაც ვიყავი იმით შევეცადე, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ცხოვრებაში. შეიძლება რაღაც დაბრკოლებას შეხვდე, მაგრამ მიზეზებს არ უნდა დაუწყო ძებნა, რა მოცემულობაც გაქვს იმით უნდა ეცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო,” – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
სპორტსმენი მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მწვერვალებისკენ სვლას განაგრძობს.
“ალბათ, სულელი უნდა იყო, რომ გაჩერდე და რაღაც ელემენტარულს დაკმაყოფილდე. ვიცი, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება და მომავალი თაობისთვის დიდი მოტივაციის მიცემა შემიძლია. მინდა, რომ ერთ-ერთი დიდი ქართველი ვიყო იმ ქართველებიდან, რომელიც ჩვენს ისტორიას ჰყოლია და მჯერა, რომ ამას გავაკეთებ,” – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
ნახევარფინალში ბექაურმა ესპანეთის სახელის გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა. ფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს.