Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შენობების სეისმომედეგობის კუთხით საკმაოდ რთული სურათია“ – რომელი შენობებია მიწისძვრების მიმართ ყველაზე მოწყვლადი?

July 26, 2024
„შენობების სეისმომედეგობის კუთხით საკმაოდ რთული სურათია“ – რომელი შენობებია მიწისძვრების მიმართ ყველაზე მოწყვლადი?

ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორ დავით გიგინეიშვილის განცხადებით, საქართველოში სეისმომედეგობის თვალსაზრისით საკმაოდ რთული სურათია.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფონდის დიდი ნაწილი 1990 წლამდეა აშენებული, რაც მიწისძვრების შემთხვევაში ძალიან დიდი ხიფათის შემცველი არ არის, თუმცა გაცილებით მოწყვლადია, ვიდრე 1990 წლის შემდეგ აშენებული შენობები.

„სეისმომედეგობის კუთხით საკმაოდ რთული სურათია. საცხოვრებელი ფონდის ძალიან დიდი ნაწილი არის აშენებული 1990 წლამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად იყო აშენებული, უბრალოდ 1990 წლამდე მაშინდელი კლასიფიკაციით, მაგალითად თბილისი იყო 7 ბალიანი ზონა, 1988 წლის შემდეგ თბილისი გახდა 8 ბალიანი ანუ გაორმაგდა. 7-დან 8 ბალზე გადასვლა ნიშნავს სეისმური ძალების თითქმის გაორმაგებას. გაორმაგდა მოთხოვნები შენობების მიმართ, შესაბამისად ყველა იქამდე აშენებული შენობა არც იყო გაანგარიშებული იმ სეისმო დატვირთვაზე, რაც მოსალოდნელია ახალი, თანამედროვე ახალი სეისმო საშიშროების რუკებით.

ჩემი აზრით, 1990 წლამდე აშენებული შენობები უფრო მოწყვლადია ძლიერი მიწისძვრების მიმართ, ვიდრე მას შემდეგ აშენებული შენობები. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხიფათის შემცველია, არ არის ეგრე, უბრალოდ მეტი მონიტორინგი სჭირდება, მეტი კონტროლი სჭირდება, მცხოვრებლებიც უფრო გულდასმით უნდა აქცევდნენ ყურადღებას მაგალითად, თუკი სადმე რაღაც საშიში ბზარი გაჩნდება შენობაში შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ სასწრაფოდ, თვითონაც გამოიჩინონ პასუხისმგებლობა. მეტი ყურადღებაა საჭირო მოქალაქეების მხრიდან, ასევე სპეციალისტების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა საჭირო შენობების პროექტირების პროცესში“,- განაცხადა დავით გიგინეიშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 ვის ხედავს გურამ კაშია საქართველოს ნაკრების მომავალ კაპიტნად?
  • “ირპენში იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია” – ალეკო ელისაშვილი ოქრუაშვილზე
  • „თუ ყველა პოლიტიკოსი აჩვენებს იმავე ძალას, იქნებ, საბანი აქეთ გადმოიწიოს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ოქრუაშვილის დაკავებაზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge