ახმეტის რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია – ორი მოკლულიდან ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელია (სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელია). ამ ინფორმაციას “პირველებს” ადგილობრივები აწვდიან.
სისხლიანი გარჩევა ლუდსახარშის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელი კახეთში დასასვენებლად იყო ჩასული.
ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა თანასოფლელებს ორი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის დაუდგენელია. მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის კაცს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
წყარო: TV Pirveli