Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გაუგებარი იქნება, თუ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს იქნება ზუსტად ისეთივე უხეში „შეცდომა“, როგორიც იქნა დაშვებული 2022 წლის ივნისში”–კობახიძე

July 24, 2024
🎥კობახიძე ამტკიცებს, 7 ნოემბერი იმიტომ არ დაგმო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში პოლიტიკურ განცხადებებს უკრძალავდნენ – სად იყო კობახიძე 2012 წლამდე?

“გაუგებარი იქნება, თუ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს იქნება ზუსტად ისეთივე უხეში „შეცდომა“, როგორიც იქნა დაშვებული 2022 წლის ივნისში” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის დიდი ბრძოლოს სედეგად, ქვეყანამ 2023 წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი.

„ევროინტეგრაცია ეს არის არა მარტო ხელისუფლების, არამედ ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული და ჩვენ ვმოქმედებთ ამ პრიორიტეტის და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, რომლის უმრავლესობაც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

თქვენ გახსოვთ მსგავსი განცხადებები, იგივე 2022 წლის ივნისში, ან მოგვიანებით,  წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სტატუსის მიღებამდე, როცა უარი გვეთქვა სტატუსზე, ანუ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, უფრო სწორად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თქვენ გახსოვთ მაშინ, არავითარი მოთხოვნაც კი არ იყო წაყენებული ქვეყნის მიმართ, არაფერს ითხოვდნენ, არ იყო არც 12 და არც 9 პუნქტი, როდესაც, 2022 წლის ივნისში საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ევროპული ქვეყანა, ძალიან სუსტი ინსტიტუტებით, მოლდოვას, დსთ-ს წევრ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა. მაშინაც იყო ათასგვარი განცხადებები, შემდეგი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. გაგრძელდა ეს პროცესი. იყო მუდმივი კრიტიკა, მუდმივი უარყოფითი განცხადებები. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველ ხალხთან ერთად და ამ ბრძოლის საფუძველზე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევარი ვერავის ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათ შორის, ვერც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ვერც ერთ ადამიანს ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. იგივე იყო ქვეყნის გარეთაც. არავინ არ ამბობდა ამას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ბრძოლის შედეგად მივიღეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არავითარი არსებითი განსხვავება არ არის იმ პროცესებს და განცხადებებს შორის, რაც იყო 2022-2023 წელს და იგივე უსამართლობა ხდება 2024 წელსაც.

„თუმცა, გახსოვთ, ჩვენ მაშინ ვიბრძოლეთ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ სტატუსი, ახლაც, ანალოგიურად, თუ ჩვენ ერთად დავდგებით, მთლიანად ქართველი ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს აქვს დაგროვილი განსაკუთრებული გამოცდილება, იგივე ის გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ, არ ჰქონდა დაგროვილი უკრაინელ ხალხს, რის გამოც ეს ქვეყანა მივიდა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ქართველ ხალხს აქვს საკმარისი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად სიბრძნე დაგროვილი, იმისათვის, რომ არავინ წამოაგოს პროვოკაციებზე და ასეთი ტიპის უსამართლობის ხარჯზე არ მოხდეს ქვეყნის წაყვანა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა წავიდა. თუ ჩვენ ერთად დავდგებით და თუ ჩვენ სწორად გავაანალიზებთ ყველაფერს, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყნის სწორად განვითარებაც და ჩვენ წავიწევთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ, გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან. აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, თუ წელსვე ქართველ ხალხს არ მიენიჭება გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ეს ე.წ. ნარატივიც იყო აბსოლუტურად ყალბი, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თუ რაიმე ნაბიჯი გადმოიდგმებოდა ევროკავშირის მხრიდან, ეს იქნება ნაბიჯი არა ხელისუფლების,  არამედ ქართველი ხალხის მიმართ. ახლა გაუგებარი იქნება, თუ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს იქნება  ზუსტად ისეთივე უხეში „შეცდომა“, როგორიც იქნა დაშვებული 2022 წლის ივნისში“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხშირად იმეორებენ, რომ მას შარვალი უკუღმა აცვია”- რას წერს საააკშვილი?
  • 🎥საზარელი ავარია სურამთან – ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • 🎥” ჩემი ოჯახი ამ პრეპარატის მსხვერპლია! სრული შიზოფრენიაა”- თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge