ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები ბიზნესისა და ფინანსური სფეროს მართვაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ახალი პროექტების დაწყების, სამუშაო ადგილის შეცვლისა და შესყიდვებისთვის გამოიყენოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა და ჯერჯერობით, სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. ახლა ეჭვი და ყოყმანი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ეცადეთ, სწრაფად და პრინციპულად იმოქმედოთ.
კურო
ამ დღეს შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში ახალი, საინტერესო თანამოსაუბრე გამოჩნდეს. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს – ვარსკვლავები ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებენ. აუჩქარებლად იმოქმედეთ, რადგან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. კვების პროდუქტებში უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.
ტყუპები
ამ დღეს ბევრი რამ თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, პრობლემების გადასაჭრელად რომელ გზას აირჩევთ. იურიდიული საკითხები წარმატებით მოგვარდება. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, რაც სახლის რემონტს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას უკავშირდება. ამ დღეს გულწრფელობას ნათესავებთან და მეგობრებთანაც კი უნდა მოერიდოთ.
კირჩხიბი
ეს დღე საინტერესო სიახლეებს გპირდებათ. შესაძლოა, ისეთი მოვლენის მონაწილე გახდეთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე პირდაპირ ან ირიბად იმოქმედებს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რათა თქვენი სიზარმაცე მალე სანანებელი არ გაგიხდეთ. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.
ლომი
ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას და წინათგრძნობას, თვალი ადევნეთ ვარსკვლავების რჩევებს და მინიშნებებს, რომლებიც გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ და რას უნდა ელოდოთ. ამ დღეს ინტუიცია განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, ამიტომ უსმინეთ და ენდეთ. ნუ ცდილობთ მენეჯმენტთან კამათს, რადგან საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ. უმჯობესია, ხანმოკლე შვებულება დაგეგმოთ და დაისვენოთ.
ქალწული
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გამორიცხული არ არის, რომ მივიწყებულმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ და ცხოვრება გაგირთულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და თქვენი განსაკუთრებული უნარები დავალების შესასრულებლად გამოიყენოთ. თუ სამყაროს შეცვლა გსურთ, საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს შეცვლით.
სასწორი
ახალი ნაცნობობა თქვენს მოლოდინს ვერ გაამართლებს. იქნება გარშემო მყოფებისგან ძალიან ბევრს ითხოვთ? ფინანსურ საკითხებში დახმარებას მოულოდნელად, თანაც თითქმის უცნობი ადამიანისგან მიიღებთ. ფრთხილად იყავით – შეიძლება ფარული მოტივები არსებობდეს. ის, ვინც გჭირდებათ, ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონიათ. იფიქრეთ შვებულებაზე, დროა გარემო შეცვალოთ და თქვენს სხეულს მოდუნების საშუალება მისცეთ.
მორიელი
შექმნილი ვითარება თქვენგან სწრაფ რეაქციას, პრინციპულობას და შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს. ვარსკვლავები თქვენს ნებისყოფას გამოცდას მოუწყობენ, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. სირთულეების დაძლევაში ორიგინალური აზროვნება და სამსახიობო უნარები დაგეხმარებათ. მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ, ამ დღეს საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმაროთ.
მშვილდოსანი
თუ არ იზარმაცებთ, თქვენი ჩანაფიქრი აუცილებლად განხორციელდება. თქვენს კითხვებზე პასუხი სიზმრებში და მინიშნებებში უნდა ეძებოთ. მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დროა, ოჯახის უფროსი წევრები ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტზე ჩაწეროთ.
თხის რქა
ჩანაფიქრის განხორციელებისთვის დრო არ გყოფნით, ამიტომ სავარაუდოდ, ბევრი გეგმის გადახედვა მოგიწევთ. კოლეგის შეცდომამ შეიძლება სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაართულოს. ეცადეთ, შექმნილი გარემოების მიხედვით იმოქმედოთ და რთულ საქმეებზე, უბრალოდ, უარი თქვათ. საღამოს ახლობელი ადამიანის ახსნა-განმარტების მოსმენა მოგიწევთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილიდან აზრებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებაზე იზრუნოთ და ყველაფერი, რაც ცხოვრებაში და მუშაობაში ხელს გიშლით, თავიდან მოიცილოთ. ამ დღეს მცირე ცვლილებებიც კი დადებით ტენდენციებს მოიზიდავს. ბევრი მიიღებს დახმარებას, რომელიც დიდი ხანია სჭირდება.
თევზები
ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებების წარმატება თქვენს ორატორულ უნარებზეა დამოკიდებული. ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანის გაცნობა შეიძლება ნაყოფიერი ურთიერთობის დასაწყისი გახდეს. დღეს გექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ოჯახური საკითხები საღამოსთვის შემოინახეთ, რადგან დღის განმავლობაში პროფესიული საქმეებისგან არაფერმა არ უნდა მოგწყვიტოთ.