საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ხელსაყრელი მომენტი მოგვიტანა. საფეხბურთო სამყარომ გაიგო, რომ არსებობს გუნდი, ჯვაროსნები, რომლებიც დასახული მიზნისთვის, ქვეყნისა და გულშემატკივრისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები. ასევე, აღმოვაჩინეთ ქართველი ტალანტები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ნაკლებად ცნობილები, თუმცა, ევროპულ კლუბებში საკმაოდ პატივსაცემ და ნიჭიერ ფეხბურთელებად მოიაზრებიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა თქვა, რომ მას სამშობლოში ისე კარგად არ იცნობდნენ, როგორც მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა, ეს ყველაფერი მარტის ისტორიულ თამაშებზე შეიცვალა. დღეს ქომაგებისთვის ის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია სხვა დანარჩენებს შორის.
ცნობილია, რომ ქოჩორა „ლევანტეში“ თამაშობს. ქართველების ერთიანობის და გამტანობის შესახებ მისმა კლუბმა უკვე შეიტყო – პოსტმა, რომელიც მათ ფეისბუკ გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, რეკორდი მოხსნა – ქართველების რეაქციებმა, კომენტარებმა და გადაზიარებებმა თავად კლუბის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო,
ორმხრივი კავშირი იმდენად სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა, რომ „ლევანტეს“ ადმინმა გადაწყვიტა, პოსტები ქართულად ხშირად გამოაქვეყნოს.