სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.
“დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას” – წერს საელჩო.
10 მაისს ღაზას სექტორიდან, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა ისროლა, აქედან მინიმუმ 7 – იერუსალიმის მიმართულებით. რაკეტებმა იერუსალიმთან ახლოს ჩაიფრინეს და ქალაქის განგაშის სიგნალი ჩაირთო. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასმა წითელი ხაზი გადაკვეთა და ისრაელი მთელი ძალით გასცემს მათ პასუხს.
“ტერორისტებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც იერუსალიმის მიდამოებში დაგვესხნენ თავს. ისრაელის პასუხი ძალიან ძლიერი იქნება. ჩვენ არ მოვითმენთ თავდასხმას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მოქალაქეებსა და ჯარისკაცებზე”. – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ უკვე გახსნეს საპასუხო ცეცხლი.
ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.