სოციალურ ქსელში ზურა ჯაფარიძე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ოპოზიციურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდებს:
“რაღაცის თქმა მინდა.
თხოვნა მექნება ნებისმიერი კრიტიკული მედიისადმი.
მე მგონია, რომ ჩვენ ახლა ყველა ერთ ნავში ვსხედვართ და ვართ ერთი გამოწვევის წინაშე.
მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იქ, სადაც რუსეთი იყო 2012 წელს, როდესაც იქ მიიღეს ის კანონი, რომელიც ახლა მიიღეს ჩვენს ქვეყანაში.
2012 წელს რუსეთში იყო საპროტესტო აქციები, ზეიმობდნენ, უხაროდათ, ჩათვლაეს, რომ პუტინი დაამარცხეს, როგორც ჩვენთან იყო, მაგრამ ვხედავთ, სად არის რუსეთი ახლა.
მე მჯერა, რომ “ქართული ოცნების” მიღმა დგანან ისევ იგივე რუსები, რომლებმაც ეს “შეუსრულეს” მაშინ რუსულ ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იქ აღარ არსებობენ საერთოდ.
ჩვენ ყვლანი ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ.
ოქტომბერში თუ ეს ხელისუფლება ხელახალ ლეგიტიმაციას მიიღებს, იგივენაირად “შეგვისრულებენ”.
ამ შემთხვევაში, კრიტიკულად განწყობილი არხების ამოცანაც და მიზანიც უნდა იყოს იგივე, რაც არის პოლიტიკური პარტიების მიზანი.
არჩევნებზე ნომერ პირველი ამოცანაა – რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანა.
ერთადერთი ფორმულაა.
მხოლოდ ბევრ ადამიანს შეუძლია დაძლიოს ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბება, შანტაჟი, მუქარა და ა.შ – თუ გამარჯვება გვინდა.
ნომერ პირველი ხელის შემშლელი ფაქტორია – როდესაც ადამიანები უყურებენ, ოპოზიციური პარტიები როგორ ჩხუბობენ ან ერთმანეთს აგინებენ.
ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებისა და ერთმანეთში წარსულში არსებული დაპირსპირებების ძიება, მგონია, რომ არის პრობლემა.
მნიშვნელოვანი ამბავია რაც გავაკეთეთ ჩვენ, “გირჩი – მეტი თავისუფლებამ”, “დროამ” და “ახალმა”.
მოვახერხეთ რთული რაღაცების დაძლევა და შეთანხმებამდე მისვლა.
თუ ჩვენ გვინდა გამარჯვება, ადამიანებს უნდა ვანახოთ როგორი ქვეყანა გვინდა, როგორ წარმოგვიდგენია რაღაცების გაკეთება.
კითხვების დასმა კი არ არის პრობლემა. მე მესმის, რომ არსებობს მაყურებელთა კატეგორია, რომელიც იკვებება ნეგატივით. მე მგონია პრობლემა მათთვის დოფამინის გამოყოფის ხელშეწყობა.
თუ გვინდა ბევრი მოქალაქის გამოყვანა, ხალხს სჭირდება იმედის ჩვენება, ენთუზიაზმის გაღვივება, იმის დანახვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც რაღაცები გადალახეს და მათ კითხვებზე: შეძლებენ თუ არა თანამშრომლობას, კოალიციის შექმნას, პასუხისმგებლობის აღებას, მართლა აქვთ თუ არა წარმოდგენა, საით უნდა წაიყვანონ ეს ქვეყანა… – ამ რაღაცების ჩვენება მგონია გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე დაპირისპირების.
მართლა მჯერა ამის.”