“ღამით, მოსკოვის ცენტრში დიანა ღურწკაიას ბინის მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელმა ცეცხლი გახსნა“, – ამის შესახებ ინფორმაცია 10 ივლისის ღამეს რუსულ მედიაში გავრცელდა. თავად მომღერალი კი ამ ინფორმაციას უარყოფს. მიუხედავად ამისა, რუსული მედიის ცნობით, ღურწკაიამ ადგილობრივ პოლიციას მიმართა.
ამჟამად დიანა ადგილობრივი მედიის ზარებს არ პასუხობს. მან საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და უარყო, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა.”მოსკოვში არ ისვრიან! ძვირფასო მეგობრებო, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან ყველაფერი რიგზეა, არ ყოფილა “დაბომბვა”, როგორც მედიაში წერენ. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, ვინც შეწუხდით, მირეკავთ და მწერთ თქვენი შეშფოთების შესახებ“, – წერს ღურწკაია.
ამის მიუხედავად, მომღერლის გარემოცვა ამბობს, რომ შემთხვევა ნამდვილად მოხდა და რომ ღურწკაიას სახლს მეზობელი კორპუსიდან ესროლეს, თუმცა დასძენენ, რომ დამნაშავეს შეგნებულად არ უსვრია ღურწკაიას ბინისკენ. წყაროს თქმით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ფანჯრიდან ისროდა.დიანა ღურწკაიამ განცხადება დაწერა პოლიციაში. კაცი იდენტიფიცირებულია, გააფრთხილეს და შესაბამისად დასაჯეს, – ამბობს დიანას ახლობელი.
დიანა ღურწკაია ცოტა ხნის წინ კარიერას დაუბრუნდა. მანამდე კი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. ასევე მოიკრიბა ძალა და პირველად ისაუბრა იმ ტკივილზე, რასაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ განიცდის.
“ის მარტო არასოდეს არის. მისი მხარდამჭერები არიან 17 წლის ვაჟი კონსტანტინე, ძმა და ოჯახის სხვა წევრები”, – წერს რუსული მედია.