დღეს, 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისი და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან.
მეორე ნახევარფინალში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ესპანეთს შეხვდება, რომელმაც გუშინ საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.
ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მას ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.
გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში, 14 ივლისს შეხვდებიან.