ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იმერეთში – ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. როგორც ცნობილია გუშინ საღამოს, ხონის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, რომელშიც სამი პირი იჯდა. დაშავებულთაგან ერთი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორი მძიმე ტრავმებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.