Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“ – რატომ დაუბრუნა პედაგოგმა მინისტრს 157 ლარი?

July 9, 2024
“ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“ – რატომ დაუბრუნა პედაგოგმა მინისტრს 157 ლარი?

დღეს, 9 ივლისს, საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მიქავამ ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა.

„ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“- წერს ფეისბუქზე სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა და თანხის გადარიცხვის ქვითარსაც აქვეყნებს.

საჯარო სკოლის მასწავლებელი ამ ფორმით აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ახალ სახელფასო ფორმულას, რომლის მიხედვითაც პედაგოგების ნაწილს ხელფასის გაზრდის ნაცვლად ხელფასი დააკლდათ ან დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, უმნიშვნელოდ გაეზარდათ.

განათლების სამინისტრო 6 თვეზე მეტია პედაგოგებს ხელფასების „უპრეცედენტო“ მატებას ჰპირდებოდა. გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებს პირველი ივლისიდან უნდა მიეღოთ. ხელფასების დარიცხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პედაგოგების ნაწილს ის ხელფასიც კი დააკლდათ, რასაც „უპრეცედენტო მატებამდე“ იღებდნენ.

პედაგოგმა მანანა მიქავამ, ხელფასების „ზრდის“ შემდეგ დარიცხული 157 ლარი განათლების მინისტრს უკან გადაურიცხამას შემდეგ, რაც პედაგოგებმა ახალი სახელფასო პოლიტიკა გააპროტესტეს, სამინისტრომ პედაგოგების ნაწილს, ვისაც ხელფასი მატების ნაცვლად დააკლდა, გარდამავალი დებულების საფუძველზე, 200 ლარი დაუმატა, დაბეგვრის შემდეგ კი პედაგოგებს 157 ლარი დაერიცხათ.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, მხოლოდ იმ პედაგოგებს გაეზარდათ ხელფასი, ვისაც სრული დატვირთვა, ანუ 18-25 საათი აქვთ კვირაში. სრული საათების მქონე პედაგოგების რაოდენობა კი საჯარო სკოლებში მცირეა.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით სახელმწიფომ ასევე გააუქმა სტატუსის დანამატიც, რამაც ასევე გამოიწვია პედაგოგების ღია პროტესტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge