Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ რთულ ვითარებაში ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა”– პრეზიდენტის მიმართვა

July 9, 2024
საქართველოს პრეზიდენტმა ახალ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი

“ამ რთულ ვითარებაში ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა”, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს. მიღება და მათი დაჯილდოების ცერემონიალი კი, ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

“მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წამოწყება, სტარტაპები და ინოვაციების, ტექნოლოგიების მთელი ეს სფერო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დღეს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ხვალინდელი დღისთვის იმიტომ, რომ ეს ის მზარდი სფეროა, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ ქვეყანაშიც შემოიტანოს ინვესტიციები, ჩვენი თავიც გავიტანოთ და გავაცნოთ მსოფლიოს და მსოფლიო ბაზარს და ამით შევუწყოთ ხელი ყველანაირ განვითარებას. ტექნოლოგიები და ინოვაციები, ამით ვითარდება რეალურად ქვეყნის ეკონომიკა და ამის გარეშე არ ვითარდება. ამიტომ, ეკონომიკის ხაზზე თქვენ ხართ ჩვენი ფრონტი, ასე რომ ვთქვათ, და არა მხოლოდ ეკონომიკის, აქ შედის ყველაფერი: ცოდნა, ცოდნის განვითარება, განათლება და საერთოდ ქვეყნისა და მისი ეკონომიკის დინამიზმი. თუ არაა დინამიკური, მაშინ რაღაც მდორედ მიდის და ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა.

ასევე, თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს, რომელიც ძალიანაა დაკავშირებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვიცი, რამდენად ხართ მასზე გადაჯაჭვული და დამოკიდებული, თქვენი განვითარებაც მასზეა დამოკიდებული და ამიტომ, დღევანდელ მოცემულობაში, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ არა უიმედო, ამ რთულ ვითარებაში ჩვენ სწორედ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ეს ურთიერთობები და დავიცვათ ამ ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბერში მიწვეული ვარ საფრანგეთში, ფრანკოფონიის სამიტზე რომლის ფარგლებშიც სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების ძალიან დიდი შეხვედრა იმართება. მე მიწვეული ვარ, როგორც პრეზიდენტი და მთხოვეს, რომ თუ იქნება თქვენთან ერთად საშუალება, დელეგაცია იყოს სწორედ სტარტაპების და ამ სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც სამიტის ფარგლებში შეიკრიბებიან და საშუალება ექნებათ, ერთმანეთთან ჰქონდეთ გაცნობით შეხვედრები. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს მომავალი თვეები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გიორგი ტუხაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge