ქედის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს 35 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად მისი დახმარება ვერავინ შეძლო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.