ატამი — ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი. მცენარეებიდან ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად განსხვავდება ნაყოფით.
ატმის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 46 კკალორიაა.
ატამი მდიდარია შაქრებითა და უჯრედისით, რაც მას ენერგიის ფასეულ წყაროდ აქცევს. ატამში ბევრია კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, ფტორი, სელენი, სპილენძი, ნატრიუმი, ვიტამინები: А, С, В–ჯგუფის, Е, К, РР, D, ანტიოქსიდანტები, პექტინები, ორგანული მჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. საშუალო ზომის ატმის ¾ საკმარისია С ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად.
ატმის სასარგებლო თვისებები
ატამი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით ის სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს. ატამი რეკომენდებულია მძიმე ავადყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენისთვის.
ატამი სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროს, ჰიპერტონიისას. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
ატამი ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.