გახოკიძის ქუჩაზე, სატუმბო სადგურზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დასრულების შესახებ GWP განცხადებას ავრცელებს.
“გახოკიძის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რის შემდეგაც ტუმბო-აგრეგატის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
სამუშაობის დასრულების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება დღეს, 7 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე.
აღდგენითი სამუშაოები დღეს 7 ივლისის 10:00 საათიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს:
ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს, ვარკეთილი ზემო პლატოს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის ქუჩებს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს, აეროდრომის მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ბრილების, კალოუბნის N2-N20, კალოუბნის N32,N33, N34,N35, N36, N38, თვალჭრელიძის N2-ს, ალექსანდრე თვალჭრელიძის I შესახვევს, გივი ამილახვრის და მიმდებარე ქუჩას.
ორხევის დასახლებაში: ფიროსმანის, სააკაძის, ბანეთიშვილის და ესენინის ქუჩებს.
აეროპორტის დასახლებას, ქვემო ალექსეევკას, ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილისN73,75,83,87,89.
ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს, ლილოს დასახლებას 2 მიკრორაიონის N10,11,12.
ჭირნახულის, მეფრინველეობის ქუჩას დაშესავევებს, სტურუას, ნამორაძის, აფხაზავას, გოკიელის, ლეონტი მროველის, ტყემალაძის, არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოს დასახლებებს, ლილოს დასახლების 1-ელ და მე-2 მიკრორაიონებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის” – წერია განცხადებაში.