„ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა, რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის. ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს.
მისი თქმით ქართველ ფეხბურთელს ირანში მეტსახელად „ქართველ მეფეს“ ეძახიან.
“ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის. ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ. იმდენად ცნობადი სახეა, იმდენად უყვართ, რომ „ქართველ მეფეს“ ეძახიან.
სადაც არ უნდა წავიდეთ ქუჩაში სავახშმოდ ან სადმე სხვაგან, ყველა მოდის, იღებენ გიორგისთან ფოტოებს, ეუბნებიან, რომ ჩვენი ქართველი მეფე ხარო“ – ამბობს ლინდა კიკოლაშვილი „დღის პოსტის“ ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი უკვე წლებია, ირანში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს.