Friday, December 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა… მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ ცოცხალი აღარ იყო” – რას წერს მეუღლე პროფესორზე, რომელიც 6-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

July 6, 2024
“დიდი დიღმიდან ვაკის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს დაკარგული პროფესორის მეუღლე?

“გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა” – ამის შესახებ ირმა მალაციძე, რომლის მეუღლე, პროფესორი გიორგი გახელაძე 6-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება.

“გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა, რომ გაგიზიაროთ, იქნებ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება, დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება:

1. დაკარგვამდე ორი დღით ადრე, სამაჯურზე დამაგრებული ჯვარი ხელში ჩამატყდა;

2. დაკარგვის მეორე დღეს სახლში დიდი, შავი პეპელა შემოფრინდა. ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და მსგავსი არ მახსენდება. იფარფატა კარგა ხანს და გაფრინდა;

3. როცა ლილოსთან, სოფ.ნასაგურში წავედი, საიდანაც იყო ზარი, თითქოს იქ დაინახეს, ბოლო გაჩერებაზე მივედი. დიდი მოედანი იყო. ირგვლივ ყანები აკრავდა და ერთადერთი სახლი იდგა, დიდი ეზოთი. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. უცებ ეზოდან, დიდმა შავმა ძაღლმა პირი ჩემსკენ იბრუნა, და ისეთი საშინელი ყმუილი დაიწყო, მეგონა, რომ მელაპარაკებოდა. ჩემს გარდა იქ გადამღები ჯგუფიც იყო და სხვა ადამიანებიც, ის კი მე „მელაპარაკებოდა“. მეგონა, რომ მეხმა გამიარა, ისეთი საშინელი მოსასმენი იყო. მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ ცოცხალი აღარ იყო. დავუწყე ყვირილი, გაჩუმდი მეთქი, ის კი ყმუოდა და ყმუოდა.

4. მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

5. როცა თემქაზე დავიწყეთ ძებნა, წერეთლის მონუმენტთან, და ცხადია, უშედეგოდ, სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში გვიკიდია კალენდარი, რომელზეც წერეთლის მონუმენტია გამოსახული.

6. მათე ორ თვეზე მეტია ამბობდა, მამა კვდებაო. სკოლაშიც უთქვამს, მაგრამ ვფიქრობდით, ავად რომ გახდა, ამიტომ ამბობსო. არ ვიცი, შესაძლოა მართლა აქვს რაღაც უნარი.

7. ძიების ბოლო ღამეს, წამით ჩამთვლიმა და თითქოს რაღაც კადრი განათდაო, გიო სანაიას სახე ამოვარდა და ჩაქრა. გიჟივით გამომეღვიძა. ჩვენი საერთო მეგობარი იყო.

პს. არ ვიცი, რატომ გიყვებით ამას. მაპატიეთ, თუ თავს გაბეზრებთ, უბრალოდ, გაზიარება მინდა. ეს ცოტას მეხმარება” – წერს ირმა მალაციძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აქედან ჯიბეში რამდენი?” – სალომე ზურაბიშვილი “ოცნებას”
  • მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული – მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში”-ლაშა რიჟამაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
  • “ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს”- რას წერს მიხეილ სააკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge