უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“რითია დაკავებული ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში” – ეკა ხერხეულიძე მას დაბადების დღეს ულოცავს და დეტალებს ემოციურად ყვება

October 27, 2019
“რითია დაკავებული ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში” – ეკა ხერხეულიძე მას დაბადების დღეს ულოცავს და დეტალებს ემოციურად ყვება
Share on FacebookShare on Twitter

“ნაცმოძრაობის” აქტიური წევრი ეკა ხერხეულიძე, საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაის, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და საკმაოდ ემოციურად წერს. ის ყვება, თუ რა ხდებოდა ახალაიას სასამართლო პროცესებზე და რით არის დაკავებული დღეს საკანში ყოფილი მინისტრი.

“ერთმა მაღალი ცნობადობის პოლიტიკოსმა მითხრა-ეკა, შენ ძალიან ემოციური ადამიანი ხარ და როცა გაიგებ ბაჩოს რეები აქვს ჩადენილი, ვერ გადაიტან მას რომ ოდესმე იცავდიო… რა თქო, ვკითხე. 7 ჯარისკაცი ცოცხლად დამარხაო… ბუნებრივი კითხვა გამიჩნდა, მერე 7 შვილმოკლული დედა რატომ დუმს თქო? კარგი რა, ეშინიათო… ძალიან დაბნეული ვუსმენდი, მაგრამ იმის თქმა მაინც მოვახერხე, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა შვილმკვდარი დედების დუმილი.
მერე დავიწყე ბაჩოს პროცესებზე სიარული. თავიდან 4-5 პოლიტიკოსი დავდიოდით, ეს მერე გაიზარდა ბაჩოს გულშემატკივართა სია. ჰოდა, ის 7 “ცოცხლად დამარხული” ჯარისკაცი იცით ვინები აღმოჩნდნენ? აი, ანიმ თურქეთის სანაპიროზე უკვე ორმოცგადახდილი მკვდრების ფოტოები რომ გამოაქვეყნა. გემახსოვრებათ, ფოტოზე დიდ ღიპიან კაცებს ზორმა ცოლები რომ ყავთ ხელში ატატებული.
კარგი, ეგ თემა გავიარეთ…
მერე სასამართლოზე კანონიერი ქურდების და ავტორიტეტების ჩვენებებს ვუსმენდი და სტენოგრამებს ვაქვეყნებდი. მოსამართლის კითხვაზე – რაში გამოიხატებოდა ბაჩოს მხრიდან მათზე წნეხი, სრული გულწრფელობით ყვებოდნენ, როგორ არ აინტერესებდა 25 წლის უფროსს “ობშიაკი” და ასგზის შეთავაზების მიუხედავად, კრიმინალების ბიზნესპარტნიორი არ გახდა, რითაც მათი უფლებები დაირღვა…
მერე ყველამ ერთად ვნახეთ ცრუ მოწმეების ხელზე დაწერილი შპარგალკები და საცირკო ჩვენებები… თუმცა, სულმდაბალი, თავმოყვარეობა წართმეული ჯამბაზების გარდა, ვისმენდი ავღანეთში და რუსეთ-საქართველოს ომში ნაომარი ვაჟკაცების სიტყვებსაც… ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხეს, ცრუ ჩვენებები ვერ მიაცემინეს და სიტყვის დასრულების შემდეგ მიმართავდნენ პატიმარს – მადლობა, ბატონო მინისტრო!
ბევრ მათგანს გაუტეხელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს,დანარჩენები იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინათ…
ბევრი ვიარე თუ ცოტა, ამ სასამართლო პროცესებზე ბაჩო 13-ჯერ გამართლდა. სიმართლის საძიებლად თავის ფეხით დაბრუნებული შეახეთქეს ციხეში და გათავისუფლების ვადად 2022 წლის 3 მარტი დაუდგინეს. ანუ, სიმბოლური 9 წელი.
მეშვიდე წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. კითხულობს, თარგმნის და სამხედრო ლიტერატურას გამოსცემს. მისმა ცოლმა და უახლოესმა მეგობარმა აკო მინაშვილმა ჩააბარეს ადვოკატის გამოცდები და ყოველდღე, სამუშაო საათების დასრულებამდე მატროსოვზე დადიან იმისთვის, რომ ბაჩოს მძიმე დღეები შეუმსუბუქონ.
დედამისი შვილების მიმართ სასტიკ განაჩენს შეეწირა. ახალგაზრდა ქალი ყოველი პროცესის წინ სასამართლოს კარებთან იდგა და აფთარივით იცავდა შვილს დაქირავებული ხალხისგან. ყველა დარტყმას თავად იღებდა და დარბაზამდე არ უშვებდა სალახანებს. ბოლოს, მისი გამძლეობაც დაილია და ორივე შვილისგან შორს მყოფი გაქრა…
ბაჩომ 6 თვის დატოვა კესო და მას მერე არ უნახავს. ბავშვმა იცის, რომ საზღვარგარეთ მუშაობს მამა და სულ იმას არკვევს რა სამსახურია ასეთი, რომ მამა 7 წელი სახლში ვერ დაბრუნდა. სამაგიეროდ, ბაჩო ყოველ საღამოს ურეკავს ჯერ კიდევ უცნობ შვილს და ზღაპარს უყვება. ბაჩოს მიერ მოგონილი ლამაზი ზღაპრები საქართველოს უკეთეს მომავალზე იწერება… კესოც დიდი მოთმინებით ელის მამამისის მივლინების” დასრულებას და ასე გადის სევდიანი დღეები. და წლები… მე რომ მკითხოთ ბაჩოს ღირსებებზე, “უპირველესად იმას გავუსვამდი ხაზს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შინაური თუ გარეული უსამართლო ხალხისგან გულისტკენისა, დღემდე კრინტი არ დაუძრავს და თუ რამე დღემდე გამოუქვეყნებია, მხოლოდ გამაერთიანებელი პათოსის მატარებელია…
სათქმელი კი ძალიან ბევრი აქვს, იქნებ ყველაზე მეტიც… თუმცა საკუთარ თავზე წუწუნი უმნიშვნელოდ მიაჩნია და მთავარი საქმის ღირსეულ მოკავშირედ რჩება. დღეს ბაჩოს დაბადების დღეა. რა ვუსურვო გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად უნდა-გამთლიანებული გვენახოს ჩვენი სამშობლო, ბაჩო… მომავალ წელს სოხუმში” – წერს ეკა ხერხეულიძე.

ავიაბილეთები

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და თანამდებობის დაკავება 3 წლის ვადით აუკრძალა. ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანა ნადარეიშვილი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ბაჩო ახალაიას მიუსაჯეს 9 წელი. 2012 წლის 6 ნოემბრიდან ზის ციხეში, არადა, მოსამართლე ნათია გუდაძის განჩინებით იგი ციხეს ტოვებს 2022 წლის 2 მარტს.

 210 ნახვა

თეგები: ახალაიაეკა ხერხეულიძე

სხვა ამბები

„დაასრულებს ჩემს ცხოვრებას ერთხელაც“ – რას წერს ვახო სანაია
საზოგადოება

“ბერბოკის თვითმფრინავი პირველი მცდელობისას იმიტომ ვერ დაჯდა, რომ…” – რას წერს ვახო სანაია

March 24, 2023
“რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა!“ – ცისნამი საყვარლიშვილი კვარაცხელიაზე
საზოგადოება

“რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა!“ – ცისნამი საყვარლიშვილი კვარაცხელიაზე

March 23, 2023
ულამაზესი ხატია ბუნიათიშვილი ფეხმძიმობის მშვენიერ ფოტოს აქვეყნებს
საზოგადოება

ულამაზესი ხატია ბუნიათიშვილი ფეხმძიმობის მშვენიერ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
„ღმერთო გაიზარდე, გადაჩეხე ღორები“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე
საზოგადოება

„წლები გავიდა უკვე და ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რომ დედა აღარ მყავს“ – ნათია ფანჯიკიძე

March 23, 2023
რას დაკარგავენ სტუდენტები და უნივერსიტეტები თუ ქვეყანა რუსულ კურსს აირჩევს
საზოგადოება

რას დაკარგავენ სტუდენტები და უნივერსიტეტები თუ ქვეყანა რუსულ კურსს აირჩევს

March 22, 2023
🎥რა სხვაობა ახლანდელ კვარასა და ნაპოლიმდე? – ისევ ის კვარაა მორიდებული,თავმდაბალი
საზოგადოება

🎥რა სხვაობა ახლანდელ კვარასა და ნაპოლიმდე? – ისევ ის კვარაა მორიდებული,თავმდაბალი

March 22, 2023
შემდეგი ამბავი
“მე ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, შეგიძლიათ მეუფეც დამიძახოთ” – გაბუნიას სკანდალური მონოლოგი (ვიდეო)

"მე ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, შეგიძლიათ მეუფეც დამიძახოთ" - გაბუნიას სკანდალური მონოლოგი (ვიდეო)

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი მოკლეს

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი მოკლეს

პოპულარული

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი
საზოგადოება

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

2 hours ago
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი
საზოგადოება

8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

2 hours ago
„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი
საზოგადოება

„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

3 hours ago
ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი მონღოლეთთან 6:1 მოგების შემდეგ
საზოგადოება

ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი მონღოლეთთან 6:1 მოგების შემდეგ

3 hours ago
🎥ვიდეო: ჩანაწერები, სადაც ჩანს რომ რამიშვილი გოგონას მასთან დაწოლას სთავაზობს – ნახეთ კადრები
საზოგადოება

🎥”თქვენთან სექ*ი არ მინდა -გინდა როგორ არ გინდა..” – რას ეუბნება ჩანაწერში რამიშვილი 22 წლის გოგოს

3 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

March 25, 2023
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი

8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

March 25, 2023
„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

March 25, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი