შტატებში ცხოვრებაზე, მსხვილ IT კომპანიაში მუშაობაზე და ბურგერების მირთმევაზე ძალიან ბევრი ოცნებობს. საამისოდ ყველას საკუთარი მიზზი აქვს, მაგრამ მიზანი კი ყველასთვის საერთოა! თქვენთვის შევაგროვეთ აშშ-ს მოქალაქეობის მიღების ყველაზე გავრცელებული მეთოდები!
ზოგადად მოქალაქეობის შესახებ
პრინციპში, თქვენ შეგიძლიათ მთელი ცხოვრება გაატაროთ აშშ-ში რეზიდენტის სტატუსის ქვეშ, ისე რომ არც კი გაგიჩნებათ შეკითხვა როგორ მივიღოთ აშშ-ს მოქალაქეობა. მაგრამ, უფრო სასიამოვნოა იცხოვროთ იმ ქვეყნის დაცვის ქვეშ, რომელშიც აპირებთ ამდენი დროის გატარებას.
აშშ-ს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ნატურალიზაციის გზით. ეს პროცესი გამოიყურება დაახლოებით ასე:
1. შეავსეთ სპეციალური ანკეტა, შემდეგ კი გააგზავნეთ თითის ანაბეჭდების ბარათით, ფოტოსურათითა და მწვანე ბარათის ასლით ადგილობრივ საემიგრაციო ოფისში.
2. გაივლით ინტერვიუს, სადაც დადასტურდება თქვენი ინგლისური ენის ცოდნა და აბარებთ აშშ-ს სახელმწიფო მოწყობასა და ისტორიაში გამოცდას.
3. დებთ ფიცს.
4. მიიღებთ ნატურალიზაციის შესახებ სერთიფიკატს, რომლითაც შემდგომში შეგიძლიათ მოითხოვოთ აშშ-ს პასპორტი.
თუ თქვენ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ გამოცდის ჩაბარება ან ინტერვიუს წარმატებით გავლა, ნუ შეშინდებით – შემდგომში თქვენ კვლავ შეძლებთ ამ პროცედურების ხელმეორედ გავლას. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კანონი არ კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას.
1 მეთოდი: მწვანე ბარათი + ხანგრძლივი ცხოვრება
აშშ-ს მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია – იცხოვროთ მუდმივი ბინადრობის სტატუსით (ფლობდეთ მწვანე ბარათს) 5 წელი, ისე რომ არ გქონდეთ არცერთი კანონი დარღვეული, არ გქონდეთ ქვეყანა დიდი ხნით დატოვებული.
უნდა იყოთ:
უნდა იყოთ 18 წლის ან მეტი;
მინიმუმ 5 წელი უნდა ფლობთ მწვანე ბარათს;
აშშ-ს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეთ ჯამში არანაკლებ 2,5 წელი;
იმ შტაში სადაც აკეთებთ განაცხადს უნდა ცხოვრობდეთ არანაკლებ 3 თვე;
უნდა ფლობდეთ ინგლისურს მინიმალურ დონეზე მაინც (უნდა კითხულობდეთ, წერდეთ და საუბრობდეთ), გამოცდების ჩასაბარებლად უნდა იცოდეთ აშშ-ს პოლიტიკურ მოწყობა და ქვეყნის ისტორია;
უნდა ფლობდეთ მაღალ მორალურ თვისებებს, წაკითხული უნდა გქონდეთ აშშ-ს კონსიტუცია და არ უნდა გქონდეთ კანონთან წარსულში რაიმე პრობლემები;
განაცხადის გაკეთების დროს უნდა იმყოფებოდეთ შტატებში.
მეთოდი 2: აშშ მოქალაქესთან ქორწინება
უამრავი გოგო ოცნებობს ცოლად გაყვეს ამერიკელს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა მიიღო მოქალაქეობა და დარჩეთ ქვეყანაში დიდი შესაძლებლობებით. მაგრამ ყველაფერი მთლად ასეთი მარტივიც როდია: უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს. ქვევით მოგიყვებით, თუ როგორ მიიღოთ აშშ-ს მოქალაქეობა ქორწინების გზით.
რა არის საჭირო:
უნდა იყოთ 18 წლის ან მეტი;
უნა გყავდეთ მეუღლე, რომელიც ბოლო 3 წელია რაც აშშ-ს მოქალაქეა;
უნდა ფლობდეთ მწვანე ბარათს არანაკლებ 3 წელი;
უნდა ცხოვრობდეთ აშშ-ს ტერიტორიაზე ჯამში არანაკლებ 1,5 წელი;
იმ შტატში სადაც აპირებთ განაცხადის შეტანას უნდა ცხოვრობდეთ არანაკლებ 3 თვე განაცხადის გაკეთებამდე;
განაცხადის გაკეთებამდე მინიმუმ 3 წელი უნდა იმყოფებოდეთ აშშ-ს მოქალაქესთან ქორწინებაში;
უნდა ფლობდეთ ინგლისურს მინიმალურ დონეზე მაინც (უნდა კითხულობდეთ, წერდეთ და საუბრობდეთ), გამოცდების ჩასაბარებლად უნდა იცოდეთ აშშ-ს პოლიტიკურ მოწყობა და ქვეყნის ისტორია;
უნდა ფლობდეთ მაღალ მორალურ თვისებებს, წაკითხული უნდა გქონდეთ აშშ-ს კონსიტუცია და არ უნდა გქონდეთ კანონთან წარსულში რაიმე პრობლემები;
განაცხადის გაკეთების დროს უნდა იმყოფებოდეთ შტატებში.
მეთოდი 3: სამხედრო სამსახური
აშშ-ს მოქალაქეობის კიდევ ერთი მეთოდია – კეთილსინდისიერად მოიხადოთ სამხედრო სამსახური. ასეთი განაცხადის გაკეთება ნატურალიზაციაზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.
მშვიდობიან პერიოდში მოქალაქეობის მიღება:
უნდა იყოთ 18 წლის ან მეტი;
კეთილსინდისიერად უნდა მსახურობდეთ შეერთებული შტატების ჯარში მინიმუმ 1 წლით (ან წელიწადზე ნაკლებიც, მაგრამ უნდა იყოთ დაჯილდოვებული კეთილსინდისიერებისთვის);
უნდა ფლობდეთ ინგლისურს მინიმალურ დონეზე მაინც (უნდა კითხულობდეთ, წერდეთ და საუბრობდეთ), გამოცდების ჩასაბარებლად უნდა იცოდეთ აშშ-ს პოლიტიკურ მოწყობა და ქვეყნის ისტორია;
უნდა ფლობდეთ მაღალ მორალურ თვისებებს, წაკითხული უნდა გქონდეთ აშშ-ს კონსიტუცია და არ უნდა გქონდეთ კანონთან წარსულში რაიმე პრობლემები;
განუწყვეტლივ უნდა ცხოვრობდეთ შტატებში ჯამში არანაკლებ 5 წელი და განაცხადის გაკეთებამდე უნდა ფაქტიურად ცხოვრობდეთ არანაკლებ 30 თვისა;
ნატურალიზაციის პერიოდში მუდმივად უნდა ცხოვრობდეთ შტატების ტერიტორიაზე.
აშშ-ს მოქალაქეობის მიღება საბრძოლო მოქმედებების პერიოდში:
კეთილსინდისიერად უნდა მსახურობდეთ შეერთებული შტატების ჯარში ნებისმიერი პერიოდი (თუნდაც 1 დღე);
სამსახურის დასრულების შემდეგ უნდა იმყოფებოდეთ შტატების ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლებით;
უნდა ფლობდეთ ინგლისურს მინიმალურ დონეზე მაინც (უნდა კითხულობდეთ, წერდეთ და საუბრობდეთ), გამოცდების ჩასაბარებლად უნდა იცოდეთ აშშ-ს პოლიტიკურ მოწყობა და ქვეყნის ისტორია;
უნდა ფლობდეთ მაღალ მორალურ თვისებებს, წაკითხული უნდა გქონდეთ აშშ-ს კონსიტუცია და არ უნდა გქონდეთ კანონთან წარსულში რაიმე პრობლემები;
მეთოდი 4: მშობლები
თუ ბავშვი დაიბადა შტატებში, მისთვის მოქალაქეობის მიღების პირობები შემდეგია (რამოდენიმე ვარიანტიდან ერთო-ერთი):
მშობლები იმყოფებიან ქორწინებაში, არიან აშშ-ს მოქალაქეები და მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც ცხოვრობდა აშშ-ში ბავშვის დაბადებამდე;
მშობლები იმყოფებიან ქორწინებაში, ერთ-ერთი არის აშშ-ს მოქალაქე და იმყოფებოდა შტატებში ბავშვის დაბადებამდე არანაკლებ ხუთი წელი.
ნაშვილები ბავშვების შემთხვევაში მოქმედებს სხვა მოთხოვნები. დეტალებისთვის ეწვიეთ ოფიციაურ წყაროს
წყარო justfly.ge