თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გულშემატკივარს მოკლე და ემოციური სიტყვით მიმართა.
„მინდა აღვნიშნო, რომ სამნახევარი წელი, რაც აქ ვარ ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო სამნახევარ წელიწადში უკეთესით თუ არა, იგივე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა საქართველო“.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, სადაც ქართველ გულშემატკივრებს შეხვდნენ.
გულშემატკივრებმა ნაკრებს “ევრო2024″–ზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ფეხბურთელების მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებით იყო სავსე.