გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას და ეროვნული ნაკრების დამარცხევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ლაბაძე წერს, “ევრო2024″– ზე, საქართველოს ნაკრები შემთხვევით მოხვდა.
“რა ქენით დაიოკეთ ქართველებმა ამბიციები?
ქართველები იყვნენ იქ შემთხვევით მოხვედრილები. გამართლების და გავარდნის ხარჯზე! აი როგორც ხვიჩამ გუშინ ავტოგოლი ლამის თავის გატანილად რომ ჩაითვალა! ესპანელებმა დაახიეს ბურთი ქართველებს! კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არ იციან თამაში! ქართულმა ტელევიზიებმა ესეთი ანონსები დადეს-მეთქი ესპანელებს შეეშინდათ და აღარ გამოდიან სტადიონზე-თქო! ანუ ტიპებს 90 წუთიდან 89 წუთი ბურთი ქონდათ.
გაგამაიმუნეს, ჩააცვეს მაიმუნის ჩოხები და გამოუშვეს სახლში! მორჩა კინო ნახვამდის!”, – წერს კრისტი ლაბაძე.
ცნობისთვის, 30 ივნისს “ევრო 2024″–ის 1/8 ფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ ანგარიშით, 4:1 დასრულდა, შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
ინფორმაციითვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა, რითიც F ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.