პორტუგალიის დამარცხებისა და ევრო 2024-ის ფლეი ოფში გასვლის შემდეგ, მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ხვიჩაზე ცოტათი გაბრაზებული ვარ. რატომ? ინსტაგრამზე მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია.
“მინდა, აქედან მივმართო და იმედია, საქართველოს ნაკრების მაისურს, რომლითაც ევრო 2024-ზე თამაშობს, გამომიგზავნის. ძალიან მინდა, მისი მაისური სახლში მქონდეს, თუმცა, ისეც არ მინდა, ის მაისური გამომიგზავნოს, რომლითაც ესპანეთს გააგდებს”, – აღნიშნა გუტიმ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კვარამ განაცხადა, რომ მისი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო, მან ქართველ ფეხბურთელს თავისი მაისური გაუგზავნა, საპასუხოდ კი არ მიუღია.