მარნეული-თბილისის საავტომობილო გზის კუმისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა .
ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს – რამდენიმე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.