Friday, September 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი რეიტინგის ისტორიულ მაქსიმუმს ორი ფაქტორი განაპირობებს – ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და გვაქვს ეკონომიკური წინსვლა”– კობახიძე

June 28, 2024
კობახიძე ამბობს, რომ სასტიკად ცემის კადრები ამერიკული და ევროპული სტანდარტია

საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს – აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კვლევებმა აჩვენა, რომ “ოცნებას” მაღალი რეიტინგი აქვს, რაც მშვიდობის შენარჩუნებით და ეკონომიკური წინსვლით აიხსნება.

„აქ საუბარი იყო ჩვენს პოლიტიკურ რეიტინგებზე, მმართველი გუნდის პოლიტიკურ, პარტიულ რეიტინგზე, რომელიც არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რომელიც სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ამას სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – პირველი ეს არის ის, რომ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ოპოზიციის და კონკრეტული სხვა სუბიექტების ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და მეორე – ჩვენ გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და საბოლოო ჯამში, ესეც განაპირობებს მოსახლეობის დადებით განწყობას მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე”– განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები.

“თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. რეალურად, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი და უნდა დააბრალონ იმ არასწორ გზას, რომელსაც ისინი ადგანან უკვე რამდენი ხანია, ორ ათწლეულზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აქ ხუტ რიგსაც ვერ შეავსებს. რაც ნაკლები, მით უკეთესი. მათ შორის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის.

ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა არის მაქსიმალურად ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც არის სწორედ რომ ომის და რეგრესის პარტია. ერთ მხარეს ინტერესი არის მშვიდობა, პროგრესი, წინსვლა და მეორე მხარეს – ომი და რეგრესი. ამასაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სემეკი განცხადებას ავრცელებს
  • “პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია…” – როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კასპში ქმარმა სცადა
  • “დამპირდა, რომ დამიკავშირდება” – მიხეილ ყაველაშვილი დონალ ტრამპზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge