Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ივანიშვილმა ნაკრებს 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა

June 28, 2024
ივანიშვილმა ნაკრებს 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუს“ დაპირებული 30 მილიონი ლარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გადაეცა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნაკრების მოთამაშეებს შეახსენეს, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს „კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას“:

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი.

ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე, შესაბამისად, 30-ში არის ყველაფერი შესაძლებელი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ფულადი პრიზის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ გავრცელდა. ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ აცხადებდა, რომ ეროვნულ გუნდს ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემდა, შემდეგ კი, ყველა მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის — დამატებით 30 მილიონ ლარს.


საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.

ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით, ჯამში, 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.

ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე!”- რატი ამაღლობელმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა
  • 🎥რა ხდება ამ წუთებში “ევროპის მოედანზე”, სადაც აქცია ლოზუნგით: “ძალა ევროპაშია” მიმდინარეობს
  • ევროპული მარშის მონაწილეებზე, სავარაუდოდ, მიგზავნილმა ტიტუშკამ თავდასხმა სცადა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge