პორტუგალიასთან გამარჯვების ემოციები ალბათ კიდევ დიდხანს გაჰყვება ქართველ გულშემატკივარს. სოციალურ ქსელშიც ყოველი მომდევნო პოსტი სწორედ ფეხბურთს და 26 ივნისის გამარჯვებას ეხება.
ამჯერად ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომელზეც დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, გერმანიის სტადიონიდან საქართველოს გულშემატკივრობს და ეროვნულ ჰიმნს ქომაგებთან ერთად მღერის.
ეს ახალგაზრდა გიორგი ჩუბინიძეა. ისიც დამწყები ფეხბურთელია.
“გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ, მან საქართველოს ნაკრები აირჩია! პორტუგალიასთან მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეც ესწრებოდა( Giorgi Goncalves Manuel Chubinidze)-დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი გიორგი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და საქართველოს U-18-ში ასპარეზობს. გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე.
მამა – თორნიკე საფეხბურთო მენეჯერია. 2022 წელს, გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა.
“5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5 ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ”-ო, იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში” – წერს მაკო თურქია, რომელიც გიორგი ჩუბინიძის ვიდეოს ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. crystalsport-მა გასულ წელს გიორგიზე ვრცელი მასალა და მასთან ინტერვიუ მოამზადა.
მამა ქართველი ჰყავს თორნიკე ჩუბინიძე, დედა პორტუგალიელი – კარლა გონსალესი. ამიტომ მისი გვარი ქართულ პორტუგალიურია. მისი სრული სახელია გიორგი გონსალეს მანუელ ჩუბინიძე.
გიორგი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 14 წლის ასაკში გამოიძახეს, 15 წლის ასაკში კი 16-წლამდე ნაკრებშიც კი ითამაშა.
“პირველად რომ გამოიძახეს საოცარი ემოციები იყო. როგორც სტაფი, ისე გიორგის ფეხბურთელები, მას ძალიან დაეხმარნენ” – ამბობს მამა crystalsport-თან ინტერვიუში. როცა საქართველოს ნაკრებში მეორედ გამოიძახეს, მამისთვის უთქვამს, საქართველოში ისე არ ჩავალ ნაკრებთან ერთად ჰიმნი არ ვიმღეროო.
“ნაკრების ყველა ფეხბურთელი უყვარს, მაგრამ “კვარა” მისთვის განსაკუთრებული ვარკვლავია” – ამბობს გიორგის მამა.
სწორედ ხვიჩას და საქართველოს ეროვნული ნაკრების სიყვარულის გამო მამასთან ერთად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მამასთან ერთად ჩავიდა და ეროვნული გუნდის მატჩს დაესწრო. არასოდეს დაავიწყდება ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვები, რომელიც მაშინ გიორგი ჩუბინიძეს უთხრა: “თუ ასე გააგრძელებ, რამდენიმე წელში, ჩვენც გვერდით ითამაშებ”.