საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე 27 ივნისს 29 წლის გახდა. მას გუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბმა დაბადების დღე ემოციურად მიულოცეს.
ოთარ კაკაბაძეს საქართველოს ნაკრების ოფიციალურ გვერდზე დაბადების დღე მიულოცეს გულშემატკივრებმაც.
შეგახსენებთ, რომ კაკაბაძის კარიერა 17 და 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრობით დაიწყო. გამოიძახეს 21 წლამდელთა ნაკრებშიც. კარგად ასრულებს დაცვით ფუნქციებს და შესანიშნავად ერთვება შეტევებშიც. 17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ტურნირის დასრულების შემდეგ უეფას ჟურნალისტების ჯგუფმა 10 ტალანტი გამოარჩია, რომელთა შორის ოთარ კაკაბაძეც იყო. ფეხბურთელი ახლა “კრაკოვიაში” თამაშობს. მან კონტრაქტი პოლონურ გუნდთან კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის მარჯვენა მცველი მომავალ სეზონსაც “კრაკოვიაში” დაიწყებს.