Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უცნობი მეკარიდან გიგანტამდე…“ – რას წერს ინგლისური პრესა მამარდაშვილზე?

June 28, 2024
გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელებისა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის მთავარი კანდიდატია.

„ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების 23 წლის გოლკიპერმა თურქებთან პირველ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჩეხებთან მატჩის MVP გახდა, ხოლო გუშინ პორტუგალიელებს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო.

ინგლისურ გამოცემებში მის „ნიუკასლში“ ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეები არაფერი დაწერილა, თუმცა მამარდა საკმაოდ დეტალურად იყო დახასიათებული.

რა წერია ქართველ მეკარეზე?

„გიორგი მამარდაშვილისთვის პორტუგალიასთან მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რიგით მე-19 შეხვედრა იყო და ხუთ შემთხვევაში მას საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული. 198 სანტიმეტრი სიმაღლის მამარდაშვილი რამდენიმე დღის წინ ტურნირის ყველაზე მაღალი მეკარე იყო, ახლა კი თავის პოზიციაზე მთლიან შეჯიბრებაში საუკეთესოა.

სამ ტურში მას უკვე 21 სეივი დაუგროვდა და აქედან 11 შემთხვევაში საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

„ვალენსიას“ მშვენიერი შესაძლებლობა ექნება თავის დროზე 850 ათას ევროდ დამატებული უნიჭიერესი ფეხბურთელი 50-ჯერ ძვირად გაყიდოს და აღებული ფულით სხვადასხვა პოზიციები გააძლიეროს.

თუმცა, მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის დასრულებას არ აპირებენ. შესაძლოა მათ ყველაზე მეტად არ გაუმართლათ იმ კუთხით, რომ მერვედფინალში მეტოქედ ესპანეთი შეხვდათ, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ არავისი ეშინიათ“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის გოგოა
  • ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე ხიდის შეკეთება კვლავ არ დასრულებულა – ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge