Wednesday, July 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვება არის დიასპორის ერთობის მაგალითი”– პატრიარქი ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

June 27, 2024
დღეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა

“საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება, ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად”– ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა.

“ყველას გულითადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება, ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად. არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად. ეცადოთ, თქვენც და თქვენი შვილებიც რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოწყდეთ წინაპართა ფესვებს და ძალისაებრ თქვენისა ხელი შეუწყოთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარშემო. დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც, თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

ცნობისთვის, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი, ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა,რითიც F ჯგუფიდან გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში “ჯვაროსნები” ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში 4 წლის ბავშვი ესკალატორიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა
  • ბაღდათში, კაშხალზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • თათია შარანგია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge