გარდაცვლილ ექთანს, მეგი ბაქრაძეს, შვილმა გულისამაჩუყებელი წერილი მისწერა. პრაიმტაიმი მას უცვლელად გთავაზობთ:
”დედა ძალიან მომენატრე, მინდა, რომ ჩაგეხუტო დედა. დედა, ბოდიში გუშინ რომ ვიტირე, იმიტომ რომ მომენატრე. დედა მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაში წახვედი. დედა მიყვარხარ და მენატრები. შენმა მშობლებმაც იტირეს დედა. დედა გუშინ საბა მთვრალი იყო, როლიკებით კინაღამ ცხვირ-პირი მოიმტვრია, შარვალი და ზედა ძლივს გავხადეთ. დედა შენ ბექას ძმასთან წახვედი და ბაბუასთან იქ კარგად იქნები. დედა მომენატრე, ძალიან მიყვარხარ. შენი სალი და საბა”.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბრალი წარუდგინა.