საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს“, – წერია ინფორმაციაში.
საქართველო ევროპის ჩემეპიონატზე გადამწვეტ შეხვედრას ჯგუფიდან გასასვლელად ერტ–ერთ უძლიერეს ნაკრებთან, პორტუგალიასთან მართავს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.
ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც, დღევანდელ მატჩზე, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
საქართველოს სასტარტო სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
კარში – გიორგი მამარდაშვილი
დაცვის ხაზი – შენგელია, დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩოლეიშვილი
ნახევარდაცვა – კიტეიშილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე
თავდასხმის ხაზი – კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე
რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომ მასში იქნება კრიშტიანუ რონალდუ. თუმცა,