Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა ამოიწურა

June 26, 2024
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა ამოიწურა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა ამოიწურა. სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორს შორის ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს დაიდო. მასში წერია, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვის განმავლობაში. ეს ვადა 5 დღის წინ, 21 ივნისს გავიდა.

სამუშაოების დიდი ნაწილი კი ჯერ არ შესრულებულა. კონტრაქტის მიხედვით, 13,4 მილიონ ლარად უნდა შეცვალონ იატაკი, კედლებზე გააკრან კერამიკული ფილები და შეიცვალოს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

“რადიო თავისუფლება” წერს, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი შპს „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 22 პროცენტი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით კი, კონტრაქტორს თანხას უხდიან უკვე გაკეთებული საქმის შესაბამისად. ეს მიანიშნებს, რომ საქმის დიდი ნაწილი – 78% შეუსრულებელია.

„სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჭერისა და იატაკის რეაბილიტაციას გულისხმობდა. ამ დრომდე ჭერი ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაკეთდა, შესაბამისად, იატაკიც. მასიური სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული და შესაბამისადაა გადახდილ თანხის 22%“, – უთხრეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ რადიო თავისუფლებას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1 თებერვალს თქვა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე არ არის ატვირთული შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“ განახლებული ხელშეკრულება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთრხრეს, რომ სარებილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა, თუმცა ხელშეკრულება ძალაშია სექტემბრამდე. შესაბამისად, მასში ცვლილებები ამ დრომდე შევა.

„ბადა ქონსთრაქშენს“ თბილისის მეტროს კიდევ ერთი სადგურის რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სწრაფად ჩასატარებლად ხელშეკრულება ტენდერის გარეშე 2022 წლის ივნისში დადო.

ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში. მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე, ახლა უკვე დეკემბრამდე გადაიწია.

  • ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი” მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პროცესის გაჭიანურებას კომპანიების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებითა და ტენდერში მონაწილეობაზე თავშეკავებით ხსნის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დანით 75 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა…“ – შეყვარებულის მკვლელობისთვის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
  • “ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე!”- რატი ამაღლობელმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა
  • 🎥რა ხდება ამ წუთებში “ევროპის მოედანზე”, სადაც აქცია ლოზუნგით: “ძალა ევროპაშია” მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge